ელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა დღეს ვერ მიჯირყვნა ჟურნალისტები

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენდღეს ოქროყანაში, ”ტექნოპარკის” შენობაში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის. გთავაზობთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის კომენტარს, რომელიც მან ექსკლუზიურად მისცა „თაიმერს“.


“დღეს კიდევ ერთხელ გამოჩდა, რომ ივანიშვილი ცხოვრობს მის სამყაროში და მას სხვა რეალობის დანხვა არ უნდა. ივინშვილს სიცრუეში აცხოვრებს არა რუსთავი-2 ან სხვა რომელიმე ტელევიზია, არამედ საკუთარი გარემოცვა. მას ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცი არ ააქვს. მას არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა. მას არ სურს იცოდეს სხვა რეალობა რაც არის ქართული ოცნების მიღმა. მე ხომ ნომერ პირველ მტრად გამომაცხადა, რადგან ძალიან უშლის ნერვებს ის მასალები, რომლებიც „ქრონიკა+“-ში ქვეყნდება”-განუცხადა “თაიმერს” ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

” მე მქონდა კონკრეტული შეკითხვა: საქმე ეხება, სავარაუდოდ, ელიტურ კორუფციას, საქმე ეხება უტენდერო შესყიდვებს. საუბარია ასეულ მილონ ლარზე. მე მყავს კონკრეტული პირი. ეს გახლავთ გიორგი ბაჯელიძე, რომელიც არის მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყვიდების სამსახურის უფროსი იყო. ის დააკავეს იმიტომ, რომ ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილის კორუფციულ სქემას არ დაეთანხმა. ჩვენ გამოვაქვეყნებთ ელექტრონულ მიმოწერას. მიხეილ დონდუას მეშვეობით ივანიშვილს აწვდიდნენ ამ მასალებს და ყველა ტიპის ინფორმაცია მას უდევს მაგიდაზე. აგრესია მე კი არა, არამედ მიხეილ დონდუამ დაიმსახუროს, რადგან სწორედ რომ მას გაატანეს ეს მასალები. ფაქტია, ის არ აპირებს ამ მასალებზე რეგირებას და რატომ გეტყვით. თუ რამეს ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა აკეთებდნენ, დღეს საბოლოოდ დავწმუნდი იმაში, რომ მასთან ერთად იყო ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ეშიანიათ ერთმანეთის. თუ ვინმეს სუსტი რგოლი გამოაკლდება, მთელი სქემები იქნება გაშიფრული და ზედაპირზე ამოტანილი. ამიტომც არ ააქვს მას ამ კორუფციულ ფაქტებთან რექაცია-აცხადებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
ასევე, მე მქონდა მიტანილი ოცნების საარჩევნო პროგრმა, რომელიც საიტზე არ დევს. მინდოდა პუნქტებით გამევლო და როდესაც მან მკითხა, რომელი არ არის შესრულებული და კონკრეტიკამდე მივედით, ნახეთ როგორ დაიხია და ვერაფერი მიპასუხა. ქართული ოცნების საარჩევო პროგრამის არცერთი პუნქტი არ არის შესრულებული. რის იმედად აპირებს ივანიშვილი რეგიონებში სიარულს და ქართული ოცნების მხარდაჭერას ჩემთვის გაუგებარია.
რაც შეეხება მკაფიო მინიშნებას, რომელიც გააკეთა ჩემთან დაკავშირებით -პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები თქვენი მონწილეობით გავრცელდაო, მას ეტყობა მხედველობაში ჰქონდა ორი წლის წინ რაც მოხდა ფეისბუქის ჩემს გვერდზე. ჩეთვის ამოცანა უკვე ამოხსნილია. მას არ უნდა რომ გაიხსენოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი ჩვენთან რომ მოიტანეს. ჩვენ კი პროკურატურას მივმართეთ და  ამ ფირთან დაკავშირებით ოთხი ადამინი არის დაკვებული. მე მაქავს ინფორმაცია, რომ ამ ადამინებს საპროცესო გარიგებაზე ესაუბრებიან. იმიტომ, რომ მათ არ დაასახელონ დამკვეთები და მათ არ მოუნდეთ თქვან თუ რა პროვოკაცია იგეგმბოდა „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ. უკვე მკაფიოდ ჩანს რასაც მე ხელდასმით ვაცხადებდი, რომ ეს არის ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა.ივანიშვილი არის ძალიან უბედური მე ციხეში არ ვზივარ და არ ვარ დაკავებვული.აცხადებს ჟურნალისტი “თაიმერთან საუბარში.

მისივე განცხადებით  უკვე ჩემთვის ახსნილია თუ რატომ არ დაიბლოკა 4 საათის განმავლობაში ფეისბუქის გვერდზე ამ მასალების გავცელება, რომელიც ორი დღის წინ მოხდა. რატომ დაირქვა ფეისბუკიუს იმ მომხმარებელმა ბოლო მომენტში ელისო კილაძე? მე გეუბნებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ხელისუფლების ხელდასმით გავრცელდა. ეს საქმე გამოძიებული არ იქნება. აგვისტოში და სექტემბერში სხვა სერიებსაც უნდა ველოდოთ.
საერთოდ, ხელისუფლებას არ მოსწონს, რომ არსებობს კრიტიკული მედია. ყველა GDS -სი ვერ იქნება. რასაკვირველია, ივანიშვილს არ მოსწონს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე კატეგორიულად არ ვეთახმები დღევანდელ გადაწყვეტილებას. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ჩემს გამო და, სავარაუდოდ, ჩემი შეკითხვების გამო მოხდა ის, რომ არ იყო პირდაპირი ტრანსლაცია და მოსახლეობამ ვერ ნახა რას პასუხობს ბიძინა ივანიშვილი ბეჭდურ და ონლაინ მედიას. მან დღეს ვერ მიჯირყვნა ჟურნალისტები. ძალიან ბევრი პროფესიონალური კითხვა დაისვა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანია მისი რეაქცია. მინდოდა მეთქვა ივანიშვილისათვის, როდესაც იგი საუბრობს ჩემი და ნაციონალური მოძრაობის კავშირებზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო თავად ბიძინა ივანიშვილი.7 ნოებერს, როდესაც სპეცრაზმი არბევდა მიტინგებს და ტელეკომპანია „იმედს“, ივანიშვილი იყო ის პირი რომელიც აფინანსებდა ამ სპეცდანიშნულების რაზმს. რაც შეეხება ელისო კილაძეს, ელისო კილაძე იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესამსახურის უფროსი და იდგა ფრონტის წინა ხაზზე. მან პირველად მოისმინა ის სიმართლე, რომლის თქმა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სხვა შეხვედრებზე აკრედიტაციას არ მომცემენ-განაცხადა “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა  ელის კილაძემ “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ივანიშვილისგან წერილობით გარანტიას ითხოვს
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს – იური ლუცენკო