ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებს

ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებს

kiladze“ქრონიკა+”–ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პირველ მოქალაქეს სასამართლოში შეხვდება,  ყოფილი პრემიერის მიერ ბოლო ინტერვიუში ნახსენები წვერმაღალას მთაზე გაჩეხილი ხეების თემასთან დაკავშირებით. ივანიშვილის თქმით, ელისო კილაძემ მის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც ჟურნალისტი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი სტატია მას არ მოუმზადებია, რის გამოც ივანიშვილს სასამართლოში უჩივლებს.

„ჩვენი იურისტი მუშაობს სარჩელზე. სარჩელი დასრულებულია. ვაზუსტებთ ბატონი ივანიშვილის მისამართს. მას აქვს სამი მისამართი, ის ჩაწერილია როგორც საფრანგეთის მოქალაქე, ჩვენ გვაქვს პირადი ნომერი და დარეგისტრირებულია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. როგორც ამომრჩეველი, დარეგისტრირებულია შეკვეთილში, ნატანევში აძლევს ხმას და რეალურად ცხოვრობს შუშის სასახლეში. ჩვენ ახლა ვაზუსტებთ, რომელ მისამართზე გავუგზავნოთ ბატონ ივანიშვილს სარჩელი, რომ ჩაიბაროს“ – განაცხადა ელისო კილაძემ სააგენტო თაიმერთან საუბარში.

banner
წინა სტატიაში“კომაროვი ხუთებზე მაქვს დამთავრებული”…
შემდეგი სტატია“ჩაბღაუჭებული ხართ სკამს და ამართლებთ სამარცხვინო ურთმელიძის გადაწყვეტილებას”