ელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები:

“გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო” ამბობს ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.

კილაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე “ქართულ ოცნებაში” სრული ქაოსი და აჟიოტაჟია, რადგან იციან, რომ ივანიშვილი მზადაა ხელისუფლება გადააბაროს კოალიციურ მთავრობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: სააკაშვილის ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე სისტემის ხმა
შემდეგი სტატიაბაჩო დოლიძის მეუღლე: იქნებ, ოჯახის წევრებს გააგებინოთ სად გადაიყვანეს ჩემი ქმარი!!!