ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ

პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე ელისო კილაძე ამ წუთებში მთავრ პროკურატურას ჩვენებას აძლევს. ქრონიკა პლუსის რედაქტორი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. ელისო კილაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან ქრონიკა პლუსის დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვერცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ბრალიც წარედგინოს.

„ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების პროკურატურა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს,“- აღნიშნა კილაძემ.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ოფისში პოლიცია მივიდა
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექტირების შედეგად, რიგ დაწესებულებებში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობისა და ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის შემთხვევები გამოვლინდა