ელისო კილაძე: არ დავმალავ,ლაშა ჩხენკელი ცდილობდა ჩემი და ზვიად ჯანყარაშვილის შერიგებას

“ძმები ჩხენკელებიდან ვიცნობ მხოლოდ ლაშა ჩხენკელს.ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორი იყო ტვ 3-ის დირექტორი ლალი ეგაძე.შეთავაზება ეხებოდა ტვ 3-ში ჩემი პროექტის დაწყებას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში,რაზეც საბოლოოდ უარი ვთქვი.არ დავმალავ,ლაშა ჩხენკელი ცდილობდა ჩემი და ზვიად ჯანყარაშვილის შერიგებას.
სხვათა შორის,ნინო ჯღარკავას თხოვნით,ლალი ეგაძემ მოაწყო მისსავე სახლში ჩემი და ნინო ჯღარკავას შეხვედრაც.ჯღარკავა ღარიბაშვილის ცოლის ნუნუკას სახელით,მეპატიჟებოდა მათთან სტუმრად,რაზეც ასევე მიიღო უარი.
ლალი ეგაძე ჩემი მეგობარია,ორივე შემთხვევაში ასრულებდა მეორე მხარის თხოვნას!”-წერს გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

ლალი ეგაძე ჩხენკელთან შეხვედრას ადასტურებს.
„ვადასტურებ, რომ შეხვედრა ეხებოდა „tv3“-ში საგამოძიებო გადაცემის გაკეთებას. სხვა თემა განხილული არ ყოფილა არც ჩემგან და არც – ჩხენკელისაგან. საუბარი იყო მხოლოდ შერიგებასა და ნორმალურ ურთიერთობაზე. როცა ჩემს სახლში შედგა შეხვედრა, ორივეს – ჯღარკავასაც ვთხოვდი და ელისოსაც, რომ თუ მეგობრები არ იქნებოდნენ, ერთამანეთისთვის არ ემტროთ და ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა. ეს საშინელებაა. ჩემი ურთიერთობები მაქვს ელისოსთან, ჯღარკავასთანაც, მამაცაშვილთანაც და დონაძესთანაც. არ მაინტერესებს, ვინ რომელ ნაპირზე დგას. მიყვარს ეს ადამინები და გული მტკივა ასეთი დაძაბულობის გამო. გეხვეწებით კიდევ ერთხელ საჯაროდ: შეჩერდით! ესაა და ეს,“ – აცხადებს ლალი ეგაძე.

 

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: იმედია, ჩემს გარემოცვას ნარკოტიკს არ ჩაუდებთ ამ პოსტის გამო
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“: ოთარ ფარცხალაძეს 459 000 ევროს ღირებულების ავტომობილი ემსახურება