ელისო კილაძე: “7 მილიარდის პატრონისათვის ამგვარი განცხადებები სახარბიელო ნამდვილად არ იქნება“

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

kiladze-bidzina „მე რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ვიყო, ვურჩევდი, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების კრიტიკას ყურადღებით მოეკიდოს და აგდებულად ნუ იხსენიბს ევროსბჭოს, ეუთო-ს, ევროკავშირს, „ევროპის სახლხო პარტიას“ და აშშ-ის საელჩოს, რადგან ასეთი ამბები, როგორც წესი, კარგად არ სრულდება,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. მისივე თქმით, არსებობს „ანგარიშების გაყინვის“ მცნება. „7 მილიარდის პატრონისათვის ამგვარი განცხადებები სახარბიელო ნამდვილად არ იქნება,“ – მიიჩნევს კილაძე და დასძენს, რომ აშშ-ის ელჩს შეცდომაში ვერავინ შეიყვანს და ეს ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს.

„საელჩოებს საკუთარი ანალიტიკური სამსახურები ჰყავთ და ელჩები სწორედ მათგან იღებენ ინფორმაციას. გარდა ამისა, ბატონ ბიძინას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბარს, რადგან ყველამ კარგად იცის , რომ ეს კერძო დავა არ არის და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უხერხულია, როდესაც ასეთი დეტალები იცის და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გონივრულ ვერსიას, რომ „რუსთავი 2“-ის ხელის ჩაგდება სწორედ მისი გეგმაა,“ – ამბობს კილაძე და დასძენს, რომ ყოფილმა პრემიერმა აუგად არც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა მოიხსენიოს, რადგან თავად ივანიშვილიც არასმთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. „ელემეტარული ეთიკა მოითხოვს, რომ კოლეგებზე მსგავსი ტიპის აბსურდული განცხადებები არ გააკეთოს. რაც შეეხება მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძე ნამდვილად არის ივანიშვილის პროექტი, უფრო სწორად, მას ურთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა თეა წულუკიანმა.

kiladzeწულუკიანი იყო იმის გარანტია, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესები ძალინ სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდებოდა. ურთმელიძის მორჩილების მიუხედავად, პროცესი ასე არ დასულდა. ამიტომ როდესაც ბატონი ივანიშვილი ურთმელიძეზე საუბრობს, ეს კომიკურია და არვის სჯერა, რომ მოსამართლე დამოუკიდებლად მოქმედებს. მე რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ვიყო, ვურჩევდი , რომ ჟურნალისტებს არ შეხვდეს, რადგან ყველა მისი გამონათქვამი მისთვისვეა ნეგატიური. ივანიშვილს ავიწყდება, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა. ის ჩვეულებრივი მოქალაქეა. უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, ბევრი ფული აქვს. არაფრომალურ მმართველობას წერტილი უნდა დაესვას და ეს მოხდება 2016 წლის არჩევნებზე. არანაირი გადატრიალებები და შეთქმულებები ამ ქვეყანაში არ იქნება. იქნება არჩევნები და ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა აუცილებლად დამრცხდება,“ – აცხადებს კილაძე. „ქრონია+“-ის მთავარი რედაქტორი ყოფილ პრემიერს კიდევ ერთ რჩევას აძელვს: „გადახადეოს საკუთარი გარემოცვის ბიოგრაფიას და მათი ცხოვრების გზა შეისწავლოს, რადაგნ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩდეს, როგორც აღმოჩდა რეზო საყევარიშვილითან დაკავშირებით – არ იცოდა, საყევარიშვლს „იმედში“ რა როლი და ფუნქცია ჰქონდა. საარჩევნო სიის შედგენა აუცილებლად ბიოგრაფიების შესწავლით უნდა დაიწყოს, რადგან მარგველაშვილის მაგალითი არ განმეორდეს.“

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილის პასუხი ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატია11 ნემბრიდან, ქობულეთში შიმშილობის აქცია იწყება