“2013 წელს, როცა “ქრონიკა+” დავაფუძნე, ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ, სიმართლის გზით უნდა გვევლო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე წერს.
ჟურნალისტი პირად გვერდზე გამოქვეყნებულ “პოსტში”ქრონოლოგიურად ყვება იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომლებზეც სხვადასხვა დროს იმუშავა და ამხილა ყველა ის დამნაშავე, რომლებიც პირდაპირ, თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებული აღნიშნულ საქმეებთან.
“30 წელია ჟურნალისტი ვარ, 2013 წელს,როცა ქრონიკა+ დავაფუძნე,ზუსტად ვიცოდი რომ მხოლოდ სიმართლის გზით უნდა გვევლო‼️
გავიარეთ ომი კახელების კარტელთან,კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან,გოგაშვილთან და მის გარემოცვასთან,მღებრიშვილის შსს-სთან,ლილუაშვილთან,პირველი ვიყავი,ვინც ქოლცენტრების მხილება დავიწყე,დავუპირისპირდით ნარკობარონებს,გავიარე შვილის უკანონო პატიმრობა,ვამხილე დადგმული ციხის კადრები(მთავარი გმირი ვიპოვე და ჩავწერე), სვანეთის ხე ტყე ბოლო დროის სკანდალია,ვმუშაობ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე,დღეს დაიწყო არსებითი განხილვა და თან ოფისი ჩაგვიკეტეს,პირველ პროცესს ვერ დავესწარი!
ყველა მასალა მესამე სართულზეა,ჩვენს კომპიუტერებში,საიტი ბენ ანორმა გათიშა,ორშაბათს გაზეთი ვერ გამოვა…არ გვაქვს წვდომა ელფოსტებზე,ვერ ვპასუხობთ სარეკლამო წინადადებებს,ვერ ვაშუქებთ ყოველდღიურ საიმიჯო ნიუსებს
ამ ბრძოლასაც მოვიგებთ ღირსებით და სიმართლით‼️
#სიმართლესინათლეა”, – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო cnews-ისა და “ქრონიკა+”-ის ოფისი პარალოზებულია. დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს, ოფისის კართან მობილიზებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლები, მათ შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი, ელისო კილაძე შენობის მფლობელს, ბენ ანორს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

















