ელისო კილაძე: “ამბასადორში”ჩაწერილი ვიდეო მიმართვები ნანახი მაქვს

7collage“ქრონიკა +”-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, მომდევნო მთავარ პროკურორს აუცილებლად მოუწევს, ჯანყარაშვილის, ღარიბაშვილის, მამაცაშვილის და ივანიშვილის კორუფციული სქემების გამოძიება.

“არანაირი ილუზია არ მქონდა,რომ თბილისის პროკურორი მიშა შაყულაშვილი ზვიად ჯანყარაშვილის საქმეს ობიექტურად გამოიძიებდა.

1. კახელების კლანი ივანიშვილს მის საყვარელ დეიდაშვილზე, უჩა მამაცაშვილზე მასალების გამოქვეყნებით ემუქრება, ამიტომ მოხდა ეს გარიგება.

“ამბასადორში”ჩაწერილი ვიდეო მიმართვები ნანახი მაქვს.

2. თუ ზვიად ჯანყარაშვილი უდანაშაულოა, მივმართავ ბ-ნ ივანიშვილს, დაუყოვნებლივ აღადგინონ შსს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე. დაუყოვნებლივ !!!!

3. მომდევნო მთავარ პროკურორს აუცილებლად მოუწევს, ჯანყარაშვილის, ღარიბაშვილის, მამაცაშვილის და ივანიშვილის კორუფციული სქემების გამოძიება

4.ნაცების დაფინანსებაზე მეცინება

p.s. რაც შეეხება წყაროს, ჯანყარაშვილზე და კახელების კლანზე მასალებს მუდმივად მაწვდიდა ივანიშვილის ახლო გარემოცვა (კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ, ამიტომ წყაროს ვინაობის გამხელას არც ახლა ვაპირებ)”, – აცხადებს კილაძე.

თბილისის პროკურატურამ ერთწლიანი ძიების შემდეგ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე მრავალეპიზოდიანი გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ის აქციონერებმა ცუკენბერგს უფლება დართეს საკუთარ კომპანიაზე კონტროლი შეინარჩუნოს
შემდეგი სტატიაყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა