ელისო კილაძე – 120 დღე ვიდექი ქუჩაში შვილმკვდარ მამებთან ერთად ,ზაზაც და ვახაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან!

“პირველი დეკემბერია დღეს.
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა.
120 დღე ვიდექი ქუჩაში შვილმკვდარ მამებთან ერთად ,ზაზაც და ვახაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან!
არაადამიანური წნეხი გავიარეთ ერთად,ძალიან ბევრი ტალახი ესროლეს ორივეს,ათასი სიბინძურე მოუგონეს !
არ იყო მარტივი…
რამდენიმე დეტალი :
1.ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი შეხება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან არა აქვს.(არ იყო იმ დროს მთავრობაში)
2.ჯღარკავა და სხვა ბონძღები ზაზას და ვახას გოგაშვილის დავალებით(და ფულით) ლანძღავდნენ.
3.ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას მხრიდან იყო ჩართული დათუნა სარალიძის საქმეში.ზაზას არასოდეს დაუმალავს ჩემთვის რომ მას ხვდებოდა.ვიცოდი !
4.გიორგი გახარია შს მინისტრი იყო და რამდენიმე პირი(ჯანაშია,კალანდია,მირზა სუბელიანი )მან დააკავა,თუმცა საქმის ჩაფარცხვაში ჩართული პოლიციელები დაუსჯელები დარჩნენ.შიო მენაბდის შვილის დაკავება ვერ გაბედა.
5.რატომ წავიდა ზაზა აქციებიდან?-უარი თქვა პოლიტიკურ ბრძოლაზე და ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია.
6.ვახამ ბრძოლის სხვა გზა არჩია და ესეც ბუნებრივია.თემირლანის საქმეზე არავინ არ დასჯილა.ის შვილის სამართალს დღემდე ეძებს.
7.ის რომ დათუნას მკვლელობიდან ოთხი წლის თავზე ზაზამ მკვლელებს აპატია,მის ადამიანობაზე და გულმოწყალებაზე მეტყველებს.
8.თუ სადმე მან თავი ვერ მოთოკა,ეს ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის ეთერი იყო.
გუშინ რეაქციის მერე ვნახე ზაზა და ისეთი განადგურებულია,სიტყვები არ მყოფნის…
განსაკუთრებული მადლობა ნესტან ლონდარიძეს რომელიც ოთხი წელია ზაზას გვერდით იბრძვის.ერთი წუთით არ დაუხევია უკან !
და ადამიანებო,მოეშვით ზაზა სარალიძის განსჯას-ის მარტოა თავის ტრაგედიასთან და ნუ იქნებით ბოროტი მოსამართლეები !”, – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა