
ელისო ჯანაშია მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმად აფასებს.
“მე ამას ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობას. ფოთში ყოველდღე გვაქვს საპროტესტო აქცია და ვაპროტესტებთ ამ საშინელებას, რასაც ხელისუფლება გვიწყობს მკვლელების ხელით. ეს ქალი, ვინც ჩემზე ფიზიკურად იძალადა, როგორც მე გავარკვიე, ეს ქალი და მისი ქმრის ოჯახი მუშაობდა ”ქართული ოცნების” შტაბში’, – ამბობს ელისო ჯანაშია.
















