აკაკი ბობოხიძე: ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, ლოგიკურს უწოდებს.
„მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, არამხოლოდ ტყიბულის ქვა-ნახშირის შახტას, არამედ მთელ საქართველოს ელოდება გაჩერება. ბუნებრივია იქ, სადაც ეკონომიკა კლებულობს, ნედლეულზე მოთხოვნაც კლებულობს. შესაბამისად, ბუნებრივია ტყიბულში მიმდინარე პროცესებიც.

მე მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი – ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ტყიბულებებს ეუბნებოდა, რომ წინა ხელისუფლებამ მათ შეღავათები შეუწყვიტა. დღეს კი ირკვევა, რომ ეს შეღავათები მოსახლეობას არა წინა მთავრობამ, არამედ ამ ხელისუფლებამ. ამიტომ მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო და ვუთხრა – ესაა ის დაპირებული მე-4 საუკეთესო წელი, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში ველოდებოდით. ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს“ – განაცხადა ბობოხიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე 18:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე – დოლიძე ენმ-ს პასუხობს