ელისო ბოლქვაძე ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტს, მონსინიორ სერჯო პაგანოს შეხვდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტს, მონსინიორ სერჯო პაგანოს შეხვდა.

შეხვედრაზე ვატიკანის არქივებში საქართველოსთან დაკავშირებით არსებული ხელნაწერების შესწავლის თაობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ კულტურის კომიტეტის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნის პერსპექტივაზე, რომელიც ვატიკანის სხვადასხვა არქივებში დაცული უმნიშვნელოვანესი ქართული დოკუმენტაციის მოძიების, შესწავლისა და კატალოგიზაციის საკითხებზე იმუშავებს“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში, ძლიერი აფეთქებებია მიკოლაევში
შემდეგი სტატიაწუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ – მეცოლა