ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, ჟენევაში პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) საგარეო ურთიერთობათა და წევრი პარლამენტების მიმართულების დირექტორს, ელჩს, ანდა ფილიპსა და ორგანიზაციის პროგრამების დირექტორს, კარენ ჯაბრს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და პარლამენტთაშორისი კავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე სხვადასხვა, მათ შორის, კულტურის, განათლების და ტექნოლოგიების მიმართულებით. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ შემდგომი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“
შემდეგი სტატია„სიენენი“ – უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, მილიარდიანი პაკეტი ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებსა და ჰარპუნის სანაპირო დაცვის სისტემებს მოიცავს