ელისო ბოლქვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო კონფერენციის- „ადრეული განათლება და ზრუნვა“ – შესახებ, რომელიც ბათუმში 2-3 ივნისს აჭარის კულტურისა და განათლების სამინისტროსთან ერთად გაიმართება.

„შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც საერთაშორისო კონფერენციის დეტალები, ასევე ვისაუბრეთ სკოლამდელი სახელოვნებო განათლების საკითხებზე,“-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო კონფერენციაში ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშინორვეგია რუსული სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის საზღვრებსა და პორტებს ხურავს
შემდეგი სტატიამადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს – ლუკაშენკო