საფრანგეთის პოლიციის განცხადებით, კონვერტი შემზარავი შიგთავსით ელისეის სასახლეში ფოსტით გაიგზავნა – მასში ადამიანის მოჭრილი თითი იდო. ამასთან, პოლიციამ შეძლო იმ პიროვნების იდენტიფიცირება, ვისაც თითი ეკუთვნის, თუმცა, წერილის გამგზავნის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი, სამართალდამცველები კი მედიასთან კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.