ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში იმიტომ, რომ ასეთი იყო უკვე დაკავებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება და ელისაშვილს აკრიტიკებს:
“სად იყო და სად არა გამოჩნდა ელისაშვილი, ყველა მთავრობის შპიონი, ყველაფრის მკადრებელი, რომლის ღალატმა, როდესაც წინა პარლამენტში ოპოზიციას შეუძღვა, დიდი ხნით გაამრუდა საქართველოს ისტორია, რის გასწორებასაც ახლა ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო ცდილობს. ამჯერად გადაუწყვეტია ლომივით შევარდეს ხაშურის ადგილობრივ არჩევნებში და იხსნას ქვეყანა.
მთლად საოცრებაა, რომ თურმე ჩვენ გვპატიობს ცოდვებს და უმანკო ხელს გვიწვდის სათანამშრომლოდ. გიორგი გუგავაზე რომელიც ქვეყანაში ლამის ერთადერთი ლიდერი— პოლიტიკოსია, რომელსაც იდეა არ გაუცვლია და არ ურბენია ალიკასავით პარტიებში როგორ უნდა გააღოს ბინძური პირი? ასეა ჩასარეცხი ყველა ჩაირეცხება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს შალვა ნათელაშვილი.