ელისაშვილი – ვირეშმაკობენ, თან შემოსვლა უნდათ, ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ

ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებული, იმას ვაკეთებთ და სხვები ვირეშმაკობენ – თან შემოსვლა უნდათ, თან ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლობას ეწევა.

„ამნისტიაზე შევთანხმდით და მისაღებია. ნიკა მელია გირაოთი რომ გამოვიდეს, გირაოს გადახდა საქმის შეწყვეტას ხომ არ ნიშნავს? ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები, იმას ვაკეთებთ და სხვები ვირეშმაკობენ – თან შემოსვლა უნდათ, თან ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ, მაგრამ თან ხვდებიან, რომ ბოიკოტის პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო და რაც სჩვევიათ, ახლა მავნებლობენ.

„ნაციონალები“ მავნებლობენ, თან ამნისტიის იდეას ლანძღავენ და თან ერთი სული აქვთ, მივიღოთ. უკვე გაჭრილი კარტია, მაგათი არაფერი არ მუშაობს, შეთანხმების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას
შემდეგი სტატიაანდრის დომბროვსკისი – საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან