ელისაშვილი: სიმართლე გითხრათ, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა სამჯერ გადავიკითხე მეგონა „ფეიკი“ იყო

სიმართლე გითხრათ, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა სამჯერ გადავიკითხე, როდესაც „სამართლიანი არჩევნები“ ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ეს დასკვნა სამჯერ გადავიკითხე, თავიდან არ ვიჯერებდი, მეგონა „ფეიკი“ იყო, რადგან „სამართლიანი არჩევნები“არის ყველაზე სანდო. ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ISFED ინგლისური აბრევიატურაა -სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც „სამართლიანი არჩევნები“ ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე „ხარვეზის მიუხედავად, სურათის ცვლილება არ გვაძლევს ცვლილებას მანდატების რაოდენობაში, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, როგორ გესახებათ მოლაპარაკების პროცესი, არჩილ თალაკვაძე ელოდება ბოდიშს ოპოზიციისგან“, ელისაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ თალაკავაძე ბოდიშს ტყუილად ელოდება, თუმცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.

„ბოდიშის რა მოგახსენოთ, ბოდიშს თალაკვაძე ამაოდ ელოდება, მაგრამ მე ველოდები მოლაპარაკების გაგრძელაბას ელჩების ფორმატში“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი “ლელოს” ოფისში მიმდინარე შეხვედრის დეტალებს ამხელს
შემდეგი სტატიააქ.ახლა განწყობისთვის – გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად