ელისაშვილი – შინაგანი ბრძოლა მაქვს, რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა

შინაგანი ბრძოლა მაქვს, რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემში ორი რამ იბრძვის. ერთი, ჩვეულებრივი ალეკო ელისაშვილი და მეორე, პოლიტიკოსი. ერთი მეუბნება, რომ თვალებში ძალიან მკაცრად უნდა ჩავხედო იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შემოსვლისთვის გვლანძღავდნენ და ამბობდნენ, რომ არასოდეს შემოვიდოდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ შემოდიან. ამისთვის მინდა, მათ თვალებში ჩავხედო და პასუხი ვაგებინო. პირველ ნაწილს მეორე – პოლიტიკოსი ებრძვის, რადგან როცა პოლიტიკაში წავედი, თავს პირობა მივეცი, რომ ხალხსა და ქვეყანაზე უნდა მეფიქრა. ეს ორი ერთმანეთს ხელს შეუშლის და ბრძოლაში ვარ.

დიდ ბრძოლებში ვარ, შინაგანი ბრძოლები მაქვს, რომ ისე გავცე პასუხი, როგორც ვფიქრობ, თუ ისე ვიმოქმედო, როგორც პოლიტიკოსს შეჰკადრის. როგორ? რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა იმ ადამიანების დიდი ნაწილიდან, ვინც პარლამენტში თავად შემოდის და ახლა ამას ძალიან პრინციპულ ნაბიჯად ასაღებს. ვინ არიან, მათი დასახელება არ მინდა ამ საწყისების ბრძოლის გამო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე პარლამენტში მივიდა