ელისაშვილი: შარლ მიშელი ძალიან ინფორმირებული ადამიანია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს, ხოლო „ლელომ“ დაიცვას, რადგან რასაც უნდა, იმ დებულებას მხარს უჭერს და რასაც უნდა – არა.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ალეკო ელისაშვილი შარლ მიშელის დღევანდელ მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიებმა შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ.

„შარლ მიშელი ძალიან ინფორმირებული ადამიანია. როცა 19 აპრილს შეთანხმებას ხელს ვაწერდით, თქვა, რომ შეთანხმების გაფორმების გარდა, მნიშვნელოვანია მისი იმპლემენტაცია, დაცვა. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება. ყველას მოუწოდებს, დოკუმენტს ხელი მოაწერონ და დაიცვან, რადგან ვისაც არ ეზარება, ცდილობს, წაუყრუოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივლისისთვის
შემდეგი სტატიასუს: ქრთამის აღებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დავაკავეთ