ელისაშვილი – სახტად დავრჩი, გახარიამ რომ გამოგვიცხადა, ნეპოტიზმი, კორუფცია არისო

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ვერ დაასახელა რეალური მიზეზი, რის გამოც ოპოზიციაში გადადიოდა და არაგულწრფელი განცხადება გააკეთა.

მისივე თქმით, გახარიას, როგორც მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი პირის მხრიდან ნეპოტიზმსა და კორუფციაზე განცხადება მისთვის გამაოგნებელი იყო.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, გიორგი გახარიამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს, ასევე უნდა თქვას, რას აკეთებდა თავად ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ.

„გიორგი გახარია ოპოზიციაში რომ გადავიდა, ძალიან არაგულწრფელი რაღაცები თქვა. ვერ თქვა რეალური მიზეზი, ოპოზიციაში რატომ გადავიდა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა ყოფილმა ომბუდსმენმა, პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამხელა თანამდებობებზე ნამუშევარმა რომ გამოგვიცხადა, ნეპოტიზმი და კორუფცია არისო, სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა. თავად რას აკეთებდა? – ან მონაწილე იყავი, ან თვალს ხუჭავდი.

თუ გახარია ოპოზიციაში საქმიანობას ასე იწყებს, ეს მას არ წაადგება. გიორგი გახარიამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს, რას გულისხმობს ნეპოტიზმსა და კორუფციაში, ასევე, უნდა თქვას, რას აკეთებდა ამის წინააღმდეგ, თუ შეატყობინა კონკრეტულ უწყებებს და ეს ადამიანები რატომ არ ამხილა. ამხელა თანამდებობაზე ნამუშევარი კაცი რომ ამ ყველაფერს ასე დააბრეხვებ, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება, პასუხების გაცემა მოუწევს“, – განუცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაშეშინებული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადება – ხატია დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს