ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, რომ თითქოს ოპოზიცია პარლამენტში შედის, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მეხუთე რაუნდი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქართული ოცნება კომპრომისზე წამოვა და დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნებს.

კაპანაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს რომ გამოიყენის ყველა ლეგალური ინსტრუმენტი, რათა ხელისუფლება დაითანხმოს მათ მოთხოვნებზე.

„რატომ ჭიანურდება მანდატების შეჩერების პროცესი? – „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლას, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის.

მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ წამოვა რაღაც კომპრომისზე. „ოცნებასთან“ არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ იქნება. ოპოზიცია შეხვდება „ქართულ ოცნებას“ ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. არაფერი არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ჩვენთვის არცერთი ფორმა აქტივობის, დახურული არ არის. ყველა ინსტრუმენტია ჩვენს ხელში და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ამიტომ მარტო რომელიღაც ტიპის ინსტრუმენტის გამოყენება არასწორია“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია: ამ დროისთვის ქვეყანაში 3 435 თავისუფალი საწოლია
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება