ელისაშვილი – საარჩევნო რეფორმაში ჩართული ყველა ადამიანი პირნათელი ვართ ქვეყნის მომავალთან

მე, ლევან იოსელიანი, ჩვენი პარტია და ყველა, ვინც იყო ჩართული საარჩევნო რეფორმაში, პირნათელი ვართ ამ ქვეყნის მომავალთან. არც ცესკო-სთან არის მიტინგი, არც გადადექის ყვირის არავინ, არც გაყალბდას და არც ოქმების ფრიალი მიდის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დასრულდა და გადაიდგა ერთი ნაბიჯი წინ, რასაც აღიარება უნდა.

„ჩვენი 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დავასრულეთ, ერთი ნაბიჯით წავედით წინ, ამას აღიარება უნდა განსაკუთრებით იმ ხალხის მხრიდან, ოპოზიციაში რომ ზეიმობენ. ჩვენ ნუ გვეტყვიან მადლობას. ჩვენ მადლობისთვის არ გაგვიკეთებია ეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საარჩევნო მიმართულებით არსებული ხარვეზების ბოლომდე აღმოსაფხვრელად და გასასწორებლად სისტემური რეფორმების ჩატარებაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: „მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება“
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს