ელისაშვილი – საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი

საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო ბარიერი, ეს უნდა იყოს დაბალი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საარცევნო ბარიერი ორ პროცენტზე მეტი თუ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, რათა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მოსახლეობის განწყობები ადეკვატურად ასახული პარლამენტის შემადგებლობაში. თუ „ქართულ ოცნება“ ორ პროცენტზე მეტს შემოიტანს, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ – ყველანაირად სუფთა ვარ
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – “ოცნებამ” საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა