ელისაშვილი – სააკაშვილმა რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია?

პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, ეს არალოგიკური იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობით პატიმრობისგან რომ თავისუფლდებოდნენ, ყველა პატიმარი იშიმშილებდა.

“სააკაშვილმა თუ ისევ შიმშილობა დაიწყო, ჩემი აზრით, ძალიან უხერხული და გაუგებარი იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია? მგონი არა”,- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მე-10 დღე – მოშიმშილეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ფორმა გაცილებით მკვეთრი და მკაცრი გახდეს
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოს სხდომა კიდე ჩაიშალა