ელისაშვილი – სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს

სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს და ამის გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, კარგია რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს არ იზიარებენ.

„ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში შეთანხმება მიიღწევა. მისასალმებელია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც ძალიან კარგია. მათ შორის, ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ. როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა.

ერთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს, ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა.

კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას არა – ტანგოს მედიატორი არ სჭირდება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება