ელისაშვილი – როგორ შეიძლება, მადლიერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო

ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

ელისაშვილი ამგვარ ქმედებას უმადურობის მწვერვალად აფასებს.

„არის სამარცხვინო განცხადება, ასეთი რამე შალვა ნათელაშვილს ყოველთვის ახასიათებს. მან თავის ანგარიშზე კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა. როგორ შეიძლება, ადამიანს მოღალატე უწოდო, რომელიც რომ არ ყოფილიყო, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, ერთმანეთს დავხოცავდით, აქაურობას ისე დავლეწავდით, როგორც 90-იან წლებში ერთმანეთს დავმართეთ. ეს ხალხი ამ ქვეყანას გადაფოფრილი იყო და ჩვენ შორის იდგა. ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო, შეთანხმება კი არა, სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით. როგორც შეიძლება, მადილერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი, მაგრამ შალვა ნათელაშვილია და მისგან რა უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა “ინსტაგრამზე” გვერდი გახსნა
შემდეგი სტატიასერგეენკო – ამნისტია მათზე უნდა გავრცელდეს, ვის მიმართაც სამართლიანი იქნება