ელისაშვილი: როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა, უარესსაც გავაკეთებ

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 17:10

ელისაშვილი: როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა, უარესსაც გავაკეთებ

ბოდიშს ვიხდი, როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა, უფრო უარესსაც გავაკეთებ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„პატიოსანი არჩევნები თუ გვინდა, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, კვირას სამ საათზე უნდა გამოვიდეთ. აქ რომ ფუთფუთებდნენ გუშინ ყაჩაღები და ეგონათ, მაგარი ტიპები იყვნენ, როგორც უნდოდათ ისე თვლიდნენ ჩემს ხმებს, ჩემს უფლებებს რომ ზღუდავდნენ და არ მიშვებდნენ შიგნით, ეგრე არ იქნება. თუ ვინმეს უნდა, რომ ფადიშაჰი ივანიშვილის ქვეყანაში იცხოვროს, სადაც დინასტიურ მმართველობას მივიღებთ და ბიძინა, რომ დაიღლება ბერა იქნება, ბერა დაიღლება მისი შვილი იქნება, თუ ასეთ ქვეყანში ცხოვრება ვინმეს უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. არ მინდა, მე და ჩემმა შვილებმა ვიცხოვროთ რომელიმე ფადიშაჰის ქვეყანაში. დროა, ცოტა ხანს გადავდოთ რაღაცები, კვირას სამ საათზე მივიდეთ და ძალიან ომახიანად დავიძახოთ, რომ დაგვინახონ, აქ მონობას არავინ ეგუება. გამოთქმა რომ არის ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს. ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია. 3 800 უბანია საქართველოში 12 უბანზე, რომ გადათვალეს, აბა 3 800 და 12 გვერდიგვერდ დაწეროს კალაძემ, თუ იცის როგორ იწერება, მარტო ფულის კეთება რომ იცის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურს აზრი არ აქვს.

„რატომ არ შემიშვეს? მამაძაღლობდნენ და ამის საშუალებას არ მივცემდი, გარედანაც არ მივცემ, შიგნიდანაც არ მივცემ და ზოგადადაც, არ მივცემ, რადგან აქ საოლქოში არიან მოყრილები მუქთაღორები, რომლებიც გვპარავენ ხმებს. მე მივეცი სიტყვა საბურთალოელებს და ყველას, რომ კბილებით დავიცავდი თითოეულ ხმას. ასე თუ ჩატარდა არჩევნები, მეორე ტურს რა აზრი აქვს, ბრიყვები ხომ არ ვართ. გადავთვალოთ ხარვეზები. ბოდიშს ვიხდი, როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა უფრო უარესსაც გავაკეთებ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2020 17:10