ელისაშვილი – რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს

რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, პრემიერი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ.

ელისაშვილი ამბობს, რომ გახარია სულ მინიშნებებით ლაპარაკობს.

„მისი ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს ვუყურე და დიდ შეფასებას ვერ გავაკეთებ. რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, უფრო გულწრფელად ილაპარაკოს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ვერ გამოდის და სულ მინიშნებებით და სამაზროვანი წინადადებებით ლაპარაკობს. პრემიერი და შს მინისტრი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარც პოლიტიკური ალღო აქვს, აღარც პრაგმატიზმი
შემდეგი სტატიალევან ანთაძე – ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა