ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა

„კარგი, სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა. აქამდე, როგორც ლაპარაკობდა „ქართული ოცნება“, ის არ მომწონდა, რადგან ეს არის შანტაჟი, რომ მანდატებს შეგიწყვეტ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ. ჩვენ და „ქართული ოცნება“ შევთანხდით მემორანდუმზე. ეს მემორანდუმი გულისხმობს, რომ საქართველოში არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს. მანდატების გაუქმება ამ ყველაფერს დახურავდა. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა და ახლა ოპოზიციაც პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა, ეს იყო პასუხისმგებლობით მოქცევა“, – ასე შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა