20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ელისაშვილი: პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა- მესამე წელია ვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას,ვინც ჩემზე იძალადა

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი დააკავა, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეებზე, სამი პირის დაკავება დღეს მოხდა.

“პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა. ცნობისთვის, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს. ამ საქმეზე არათუ ვინმე დასჯილა, გამოკითხულიც კი არ არის არავინ. საგამოძიებო უწყებები ამ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას მესამე წელია “არკვევენ” და ვერ დაადგინეს. რახან შსს-ს HR-ი თურმე ვერაფრით ვერ ცნობს საკუთარ თანამშრომლებს, მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი – ეს არის ზაქრო ჩოხელი, რის შესახებაც გამოძიებას საჯარო განცხადებით მივმართე კიდეც არაერთხელ.

დაკავებით რომ ჯერ არ დაუკავებიათ, ფაქტია, HR-ის სამსახური როგორც ჩანს, ისევ ვერ ცნობს თანამშრომლებს. საინტერესოა, ძალადობასთან შეუპავრად მებრძოლი პროკურატურა გამოკითხვაზე მაინც თუ დაიბარებს ბატონ ზაქროს”, – აცხადებს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თანამებრძოლების ყოყმანი საერთო საქმეს აზარალებს
შემდეგი სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა