ელისაშვილი: პრემიერის გამოსვლისას, იმ კითხვებს დავსვამთ, რაც ხალხს ადარდებს

პრემიერის მოსვლა მძიმე და ცხარე დღე იქნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ პოლიტიკური ემოციების მიღმა იყოს საქმიანი კითხვები.

„იმ კითხვებს დავსვამთ, რაც ხალხს ადარდებს. არც ერთი მინისტრი არ დამიტოვებია ისე, რომ არ მეკითხა, სად ჩანს ქამრების შემოჭერა, მთავრობა ფულს თავის თავს აკლებს და გაჭირვებულ ხალხზე ანაწილებს? რა ხედვა, რა გეგმა აქვთ მაინტერესებს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა „ქართული ოცნების“ პირობებში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი ჟურნალისტებს: დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის
შემდეგი სტატიასამადაშვილი ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლისას მთავრობის მეთაურთან მწვავე კითხვები ექნებათ