ელისაშვილი – პანსიონთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოკვეთილია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა უკვე გამოკვეთილია, კონსტიტუციურად სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც არანაირი აუღებელი ციხესიმაგრეები და შეუვალი ადგილები არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს განმარტებები და უნდა მოხდეს მონიტორინგი, რათა თუ ვინმე არის დასასჯელი, დაისაჯოს.

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა უკვე გამოკვეთილია და თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ დეკლარირებულად და კონსტიტუციურად სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც არანაირი აუღებელი ციხესიმაგრეები და შეუვალი ადგილები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს და ყველგან უნდა ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა.

სახელმწიფოსთვის, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, იმ ტერიტორიაზე დახურული სივრცეები არ უნდა არსებობდეს. სასწრაფოდ უნდა მოხდეს იმ საქმეებთან დაკავშირებით განმარტება. უნდა მოხდეს რეალური მონიტორინგი და თუ ვინმე დასასჯელია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის
შემდეგი სტატიადეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონზე – ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა