ელისაშვილი ნარმანიას : მეც გიხდი ბოდიშს ვირიშვილო მაიმუნოს რომ გეძახდი, ან თქვი ვინ არის დამნაშავე ან წადი

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლას და რეპუტაციის შენარჩუნებას ურჩევს.

„თქვენ თქვით, რომ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა ადგილზე და ნახა, რომ ხეები გამხმარი იყო, რა გამოდის, რომ ხეების ბრალი იყო? რა გავაკეთოთ ახლა? მივიდეთ დავაწებოთ ეს ხეები და თავიდან გადავხერხოთ? არც მერად დაბადებულხართ და არც მე დავბადებულვარ დეპუტატად. რას ლაპარაკობ, საღ-სალამათი ხეები მოჭერით, წიწვები ჰქონდა და გირჩები”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი დავით ნარმანიას სიმართლის აღიარებისკენ მოუწოდებს.

“გაბედე და თქვი სიმართლე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მეც გიხდი ბოდიშს ვირიშვილო მაიმუნოს რომ გეძახდი, ადექი და თქვი სიმართლე. მიიღე გადაწყვეტილება. ამ ქალაქში არ უნდა იარო? ადექი და დაწერე განცხადება, შეინარჩუნე შენი რეპუტაცია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხმაურის გამო საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ შეწყდა
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე : მოვითხოვე სიტყვის უფლება, თუმცა გამაძევეს დარბაზიდან