ელისაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვისი ხელით უნდა პატიმრების გათავისუფლება,

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღა უნდა ვილაპარაკოთ. ის არის გაბანძებული პარტია. ნახევარი წელი გულში მჯიღს იცემდნენ, ჩვენ გვლანძღავდნენ და ჯვარს გვაცვამდნენ, არიქა, როგორ შედიან და როგორ უპრავებენ პარლამენტსო, ახლა თვითონ იძახიან პარლამენტში უნდა შემოვიდეთო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სამარცხვინოა.

„გინდ შემოსულან, გინდ დარჩენილან, საერთოდ არ მადარდებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არანაირ კონსულტაციას მაგ მავნებლებთან არ ვაპირებ. ვინ გაათავისუფლა პატიმრები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“? პატიმრები გამოვიდნენ შეთანხმებების და ხელმოწერების შედეგად. მანამდე, მე და ლევანმა პირადად ორი ადამიანი გამოვიყვანეთ ციხიდან. მართალია, იმ ხალხს მადლიერების ნატამალი არ აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც. ახლა ვინც ხელი მოაწერა, მაგათი წყალობით გამოვიდა მელიაც და რურუაც. „ნაცებმა“ თავისიანები ჩატოვეს ციხეში, სხვის ხარჯზე უნდათ ხალხის გათავისუფლება. სხვისი ხელით უნდათ პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდათ საარჩევნო რეფორმა და მერე, თურმე, შემოპრაკუნდებიან პარლამენტში, აი დარდი, თუ არ შემოვლენ. ნიკა მელიასთან არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ, შეუძლია, გამოვიდეს საჯაროდ, ბოდიში მოიხადოს ჩემთან დაკავშირებით ადრე ნათქვამი სიტყვების გამო. პარლამენტში ხო შემოვა, სად წავა, ან დერეფანში შემხვდება. თუ საჯარო ბოდიშს არ მოიხდის ჩემთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვების გამო, მე არაფერი სალაპარაკო ნიკა მელიასთან არ მაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ოპოზიციის გამაერთიანებელი. რაც შეეხება მერობის კანდიდატურას,ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 43-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაექვთიმე ხელაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს