ელისაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარც პოლიტიკური ალღო აქვს, აღარც პრაგმატიზმი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი, არასერიოზულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა. აღარც პოლიტიკური ალღო აქვთ, აღარც პოლიტიკური პრაგმატიზმი. პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშიას“ სიით გასული დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ ჩაერთნენ, თუმცა შარ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი – სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი
შემდეგი სტატიაელისაშვილი – რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს