ელისაშვილი: „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის შესახებ ბანკის წარმომადგენლებმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადეს.

„ვამბობდით, რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებთთქო და აჰა, ეს დღეც დადგა – დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე „ლიბერთი ბანკის“ მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში! კონტრაქტის მიხედვით, პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე. ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება და დიდი ალბათობით, ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება წელსვე! ასევე –

1. „ლიბერთი ბანკი“ არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს;

2. „ლიბერთი ბანკი“ დროში გაუწილვადებს სესხის თანხას პენსიონერებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა;

3. „ლიბერთი ბანკი“ არა 36, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს, რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი;

და ბოლოს:
4. „ლიბერთი ბანკი“ არ შეზღუდავს არც ერთ პენსიონერს, რომელიც მოისურვებს, რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში.

პარტია „მოქალაქეებიდან“ ორი დეპუტატი ვართ და ორივე ვართ დღედაღამ ხალხის სამსახურში და დღევანდელი შედეგი არის უზარმაზარი წინსვლა პენსიონერებისთვის“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიმელიას ადვოკატი: საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიგია
შემდეგი სტატია“მოხარულები ვიქნებით, ვნახოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ “