ელისაშვილი – ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება

თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა და არც მოადგილეობა. რიგითი დეპუტატი ვარ და ვიქნები. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კომიტეტების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მას კომიტეტის თავმჯდომარეობა არ აინტერესებს.

„თუ სადეპუტატო უფლებამოსილებას რომელიმე დეპუტატი პასუხისმგებლობით უყურებს, რიგით დეპუტატსაც ბევრი საქმე აქვს, თუ საქმის კეთება უნდა. ჩვენს შესაძლებლობებს ზუსტად ვაფასებ, ორნი ვართ, ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება, თუმცა პრინციპი, რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, სწორია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – რას ნიშნავს, აგირჩიეს, მაგრამ პარლამენტში არ დადიხარ, კეთილი ინებე და იმუშავე
შემდეგი სტატიასასტიკი მკვლელობა ლენტეხში – დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე