ელისაშვილი – კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ უსასრულო საცობებში და ამ დროს „ბასლეინზე“ ჩაგიშხუილებს 700 მანქანა, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის მანქანებს – როგორც ჩანს, ახლებური „ნარუშილოვკა“ დაარიგა ხელისუფლებამ

ყოველდღე რას ვხედავთ თბილისის ქუჩებში -კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ ამ უსასრულო, უძრავ საცობებში და ამ დროს გავხედავთ საავტობუსო ზოლს, ჩაგიშხუილებს 1, 2, 10, 50, 700 მანქანა, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის ხალხის მანქანებს – როგორც ჩანს, ახლებური, ტექნოლოგიური „ნარუშილოვკა“ დაარიგა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციას საავტობუსო ზოლში მსუბუქი ავტომობილების უნებართვოდ გადაადგილებაზე რეაგირება არ აქვს.

„საავტობუსო ზოლში უნდა დადიოდნენ ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, ხანდახან სასწრაფო, პოლიცია, გარკვეული კატეგორიის თეთრი ტაქსები და ხანდახან ალბათ ოპერატიული მანქანები, რომლებიც კრიმინალურ შემთხვევაზე გარბიან და არიქა, რაღაც უნდა აღკვეთონ, მაგრამ ყოველდღე რას ვხედავთ თბილისის ქუჩებში – კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ ამ უსასრულო, უძრავ საცობებში და ამ დროს გავხედავთ საავტობუსო ზოლს, ე.წ. „ბასლაინს“ და ჩაგიშხუილებს 1, 2, 10, 50, 700 მანქანა დაბურული ჯიპი, არა ჯიპი, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის ხალხის მანქანებს, ზუსტად ისეთი მანქანები რატომ დაქრიან და დაშხუილობენ საავტომობილო ზოლში და არანაირი რეაგირება. ორ რამესთან გვაქვს საქმე – საპატრულო პოლიციამ უბრალოდ შეწყვიტა ფუნქციონირება და ცაში ბუზებს ითვლის, არ იმჩნევენ ამ განუკითხაობას და ეს მანქანები, მე რომ მგონია და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის მანქანებია, შეიძლება სხვა მანქანებიცაა, მაგრამ პატრული არ იმჩნევს ამ ყველაფერს, ან საქმე გვაქვს ე.წ. ახლებურ “ნარუშილოვკასთან”. ადრე რა იყო? პოლიცია გაგაჩერებდა, თუ ჯიბეში, ის რაღაც უბედური საბჭოთა ყველაფრის დარღვევის უფლება ე.წ. ნარუშილოვკა თუ გქონდა, გაგატარებდნენ, ახლა ვიცით, რომ არსებობს პრაქტიკა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტული ავტომანქანის ნომერს თუ ამოიღებს საერთო ბაზიდან, არცერთი კამერა იმ მანქანას არანაირ დარღვევას არ დაუფიქსირებს, სულ რომ ღერძულა ხაზზე დრიფტი მოაწყო დღისით მზისით, მაინც არ მოგივა დარღვევა. როგორც ჩანს, ეს ახლებური, ტექნოლოგიური „ნარუშილოვკა“ დაარიგა ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ თავის ახლობლებზე, ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე, ოჯახის წევრებზე, საყვარლებზე, მეგობრებზე და როგორც ჩანს, ამ განუკითხაობას ვუყურებთ.

ჩემო ბატონო, თუ საავტომობილო ზოლია, მაშინ წესები უნდა დაიცვას ყველამ ან გავაუქმოთ, რაღას გვაწვალებთ და სულს გვხვდით საცობებში დგომით?! აგვიხსენით რაშია საქმე, მერმა, შს მინისტრმა, პოლიციის უფროსმა აგვიხსნას, რა ხდება?! ხალხმა გადაწყვიტა, რომ იშხუილოს საავტომობილო ზოლში და არავინ აჯარიმებს თუ მართლა „ნარუშილოვკებია“ და ამ ხალხის ნომრები ამოღებულია მონაცემთა ბაზიდან და არანაირ ჯარიმა არ მისდით?! აგვიხსენით, ამით გაცოფებულია მთელი თბილისი!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიაღუდუშაური წითლიძეს-შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი-ქალა ხარ