ელისაშვილი – კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმის ცვლილება სწორი გადაწყვეტილებაა.

„კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად, რათა დაცულნი ყოფილიყვნენ პოლიტიკური წნეხისგან. ამისთვის არის საპარლამენტო იმუნიტეტი მოგონილი. თუ იოლად ხელწამოსაკრავი არ იქნება იმუნიტეტი და იოლად მოსახსნელი, ძალიან კარგი იქნება. ოპოზიციური ხმების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რაც ზრდის თითოეული ოპოზიციონერის დაცულობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – დამატებითი ბარიერების შექმნა, რათა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა, მნიშვნელოვანია