ელისაშვილი – ირაკლი ბერაიამ თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა თავის გუნდს, რომელიც იძულებულია, ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას

ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამდე ამ ამბავს არ მოვეშვები, მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, რომ თქვა ბერაიამ, არ მოგვეწონა, გავაკრიტიკეთ და შემდეგ ცხოვრება გავაგრძელეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ირაკლი ბერაია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან უნდა გადადგეს.

„ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამდე, სანამ ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვან. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. თავდაცვის დაკორექტირებული ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს და დაფინანსება მაინტერესებს. უღირს ბერაიას ღირსებას უნდა ვუხსნიდე? – არ მოვეშვები. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონია? მის ოჯახში ქალი არ ჰყავს და ასე რომ უთხრან, სწორია? „ქართული ოცნების“ წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, ვიდრე ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
შემდეგი სტატიააქუბარდია – მელიას განცხადება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ