ელისაშვილი: გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს.

მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამშრომლობა სურდა, მაშინ ნახევარი წელი რატომ აბრალებდა მათ რაღაც საზიზღრობებს.

„გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობა. რამე სახის თანამშრომლობა და ერთიან კანდიდატებზე საუბარი თუ უნდოდათ, ძალიან მაინტერესებს, მაშინ ნახევარი წელიწადი რაღაც საზიზღრობებს რატომ გვაბრალებდნენ?! მაშინ ეფიქრათ ამ ყველაფერზე. გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენ ლაპარაკს არაფერზე არ ვაპირებთ“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, ბ და ც ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს
შემდეგი სტატიასადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნება საჭირო