ელისაშვილი – გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ნარკოტესტზე კამპანიას სალაპარაკოდ არ გავხდიდი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ნარკოტესტის აღება სალაპარაკო არ უნდა გაეხადა.

მისივე თქმით, ამით ის აჩვენებდა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით დაწყებულია უაზრო კამპანია.

„გიორგი გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ დაწყებულია უაზრო კამპანია. ადამიანის მიმართ რომ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. გახარიას აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კამპანია კალაძემ დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – არ მგონია გახარია “კოკაინშიკი” იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს