ელისაშვილი -ერთი ქალი, ერთი გოგო ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა

“ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.

იმ არხებზე, სადაც ვმუშოაობდი ხოლმე, მაესტროზე და კავკასიაზე, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში. იმ ადამიანს ქართულმა ოცნებამ სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან თუ ვთარგმნით სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ”- ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში იუსტიციის ყოფილ მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი მელიას საქმეზე – ყველა ასეთი ამბავი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა
შემდეგი სტატიაელისაშვილი მელიაზე – ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის