ელისაშვილი ენმ-ს: გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას

მოგმართავთ გულწრფელად და გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, ნუღრ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილს.

 

„ვიდრე პრემიერის გამოსვლაზე ვისაუბრებ, თხოვნა მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ზოგადად კოლეგებისადმი. ქალბატონო (ნონა მამულაშვილს), თქვენ მოგმართავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“, დარბაზში რომ შემოვდივართ, იქ არის აბრა, სადაც წერია, რომ ეს დარბაზი ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. გულითადად გთხოვდით, მოგმართავთ გულწრფელად – ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს, ძალიან გთხოვდით.

პერფორმანსსაც პატივს ვცემ, გამოხატვის თავისუფლებასაც. ახლა, იგივეს აკეთებთ, რაზეც გთხოვეთ და ეტყობა, თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ლაპარაკი შეუძლებელია. ვახ, ღმერთო რა, ამ ხალხის გამოსწორება მართლა არ იქნება. გთხოვთ, ადამიანურად მოგმართავთ და კიდევ იგივეს იმეორებთ? რა ხალხი ხართ, გამაგებინეთ. მოდით და ჩართეთ მაშინ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებაზე: ნუ გავხდებით ამ პროვოკაციის გამტარებლები შემდგომ ქვეყნის პოლიტიკაში
შემდეგი სტატიათამარ ჩარკვიანი: რევანში არ დასრულდება