ელისაშვილი ენმ-ს: აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მოქალაქეების” ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კითხვები დაუსვა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას აინტერესებს აიღო თუ არა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბიძინა ივანიშვილის ფული პარლამენტში შესასვლელად.

“თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე. თქვენს ტელევიზიაში იჯდა ხალხი და კონკრეტულ თანხებს ასახელებდა თურმე თვიდან თვემდე რამდენი გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა მე თქვენ გეკითხებით თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?”,- იკითხა ელისაშვილმა

ელისაშვილის მეორე კითხვა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეეხებოდა, რომელსაც აქტივისტებმა საბჭოში შესვლის გადაწყვეტილების გამო თავზე ნაგავი დააყარეს.

“მამისტოლა კაცს ბათუმში თქვენ ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და თავზე ნაგვისყუთი რომ თავზე ჩამოაცვეს, ჩემზე და ლევან იოსელიანზე არ გეკითხებით, მტკიცე ნერვები გვაქვს ვიცოდით რასაც ვაკეთებდით და რისთვისაც ვაკეთებდით და ვიცოდით, რომე ს დღეც მოვიდოდა, მაგრამ იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელი”,- იკითხა ალეკო ელისაშვილმა

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც “მოქალაქეების” ლიდერს ენმ-სთან ჰქონდა, იყო ის, თუ რატომ შევიდა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, მაშინ როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

“ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატო სხედხართ ან 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს კითხვის დაზუსტებისთვის?”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: საჭირო იქნება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც