ელისაშვილი – ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი

ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა და ჩინურ ვაქცინაზეც კი ვერ ახერხებდა რეგისტრაციას – ასე პორცია- პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა. ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია – პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა , ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში – რაღაც გაუგებარი “საწოლფონდი” და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაცია არის კატასტროფა, 5-5 ცალი ჩამოიტანეს მთელი ამ ხნის განმავლობაში,”- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა