ელისაშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა გავიბზაროთ, არ უნდა შევეგუოთ

უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა გავტყდეთ და არ უნდა ვაღიაროთ ეს მამაძაღლური არჩევნები, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორები ქართველი ხალხის თავგანწირვას ხედავენ და სწორედ ამიტომ დასახმარებლად ისინიც მზად არიან.

მთავარია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ თუ ვიბრძოლებთ, მხარდაჭერაც იქნება. რომ ხედავენ, რომ ვიბრძვით, ამიტომ არის ეს დელეგაცია ჩამოსული და ამიტომ არის ამხელა ამბავი მსოფლიოში ატეხილი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა გავიბზაროთ, არ უნდა შევეგუოთ. ეს ხალხი რომ ხედავს ჩვენს თავგანწირვას და ჩვენს მონდომებას, ისინიც გვეხმარებიან შესაბამისად. მთავარი ამბავია, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ, არ უნდა ვაღიაროთ ეს მამაძაღლური არჩევნები და უნდა ვიბრძოლოთ, – ამბობს ელისაშვილი.

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. “პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობს, ვის მიმართაც შესაძლოა, ევროკაშვირმა სანქციები აამოქმედოს
შემდეგი სტატიავაშაძე: ამ არჩევნებს აღიარება არ უწერია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ