ელისაშვილი ცესკოს თავმჯდომარეზე: შეიძლება, მართლა კეთილსინდისიერი ადამიანია და მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ არ ვიცნობთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ცუდია, რომ ცეკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დროებითი მმართველი და ერთი არჩევნების მენეჯერი იქნება.

„გიორგი კალანდარიშვილმა ჩვენი ნდობა იმიტომ ვერ მოიპოვა, რომ არ ვიცნობთ. შეიძლება, მართლა კეთილსინდისიერი ადამიანია და მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ არ ვიცნობთ. შარლ მიშელის დოკუმენტმა კი ჩაილურის წყალი დალია და ტკბილ მოგონებებში დარჩა, მაგრამ შეთანხმებული ვიყავით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით არჩეული უნდა ყოფილიყო და ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო კანდიდატის მაღალი რეპუტაცია. კალანდარიშვილს საზოგადოებრივი ნდობა არ აქვს, ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს რომ ჰკითხო, ბევრი ვერ გეტყვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მაღაზია გაქურდეს: წაღებულია მობილური ტელეფონები
შემდეგი სტატია“გიორგი კალანდარიშვილი თუ გმირი არის, მაშინ შეიძლება, „ქართული ოცნების“ არ იყოს”