ელისაშვილი ბასილაშვილზე – ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას

ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას, – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დოჰაში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

„ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და ამ ტრიბუნიდანაც მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და რა ვიცი, კულტურაც არის ერთბაშად. დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში. მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, დავკორტნით ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისერგეენკო – ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაციაზე უსაფრთხო, ეფექტური საშუალება კაცობრიობას არ შეუქმნია
შემდეგი სტატიალადო კახაძე – ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი